როგორ დასრულდა ევა ბარბაქაძის ოპერაცია – კლინიკა განცხადებას ავრცელებს

მსახიობისა და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილის, ევა ბარბაქაძის მეორე ოპერაცია დასრულდა. როგორც მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოპერაცია ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის გართულების გარეშე დასრულდა. პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება.
“იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4- საათიანი ოპერაცია გართულების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, შორენა ბეგაშვილის შვილი, 14 წლის ევა ბარბაქაძე შაბათ საღამოს მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები