ევა ბარბაქაძეს მეორე ოპერაცია უტარდება

ამ წუთებში იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაცია მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ჩეჩელაშვილმა განუცხადა, პაციენტი საოპერაციოში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს.
მისი თქმით, ამჟამად ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგების მიერ ტარდება.
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანის შვილს, ევა ბარბაქაძეს გუშინ ამავე კლინიკაში ხერხემალზე ოპერაცია 9 საათის განმავლობაში უტარდებოდა.  ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, შორენა ბეგაშვილის შვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები