თურქეთის საბაჟო სატვირთო მანქანებს 5 საათის განმავლობაში ვერ გაატარებს

თურქეთის საბაჟო სამსახური საქართველოდან გამსვლელ სატვირთო მანქანებს უახლოესი საათების განმავლობაში ვერ გაატარებს. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ინფორმაციით, შეზღუდვა უახლოესი 5 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
„თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახური, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სარფი სინირ ქაფისი“ (SARP SINIR KAPISI), დაბალი გამტარუნარიანობის გამო, საქართველოდან გამსვლელი, დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღებას დროებით აჩერებს. თურქმა მებაჟეებმა დატვირთული სატვირთო მანქანების მიღება დღეს 12 სთ-სა და 30 წუთზე შეწყვიტეს. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა უახლოესი 5 საათის განმავლობაში იმოქმედებს“, – აცხადებენ „შემოსავლების სამსახურში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები