ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ფრეგო“ სამი წლის გახდა

ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ფრეგო“ სამი წლის გახდა. კომპანიამ 2013 წლის მარტში დაიწყო ოპერირება და დღეს უკვე 20-მდე ავტოგასამართ სადგურს ფლობს. „ფრეგო“ მომხმარებლებში საუკეთესო ფასისა და ხარისხის გამო გახდა პოპულარული და ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს ემსახურება როგორც საცალო, ისე საბითუმო კუთხით.
„უკვე სამი წელია, რაც სრულიად საქართველოში ვმუშაობთ და ყოველდღიურად გვეზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. ჩვენი მომხმარებლების მოწონების მიზეზი სამ ფაქტს უკავშირდება. ჩვენ ყოველთვის საუკეთესო ფასს ვთავაზობთ მომხმარებლებს, საწვავიც ევროპიდან ჩამოგვაქვს და ხარისხით გამოვირჩევით. ჩვენი თანამედროვე პომპები კი ჩასხმის 100%-იან სიზუსტეს უზრუნველყოფენ. მომდევნო წლების სტრატეგია ქსელის გაფართოება იქნება, რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხდეთ“, – განაცხადა „ფრეგოს“ გენერალურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა.
ფრეგოს ქსელში 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ყველა მათგანი ჯანმრთელობის დაზღვევითა და კვებითაა უზრუნველყოფილი. გასული სამი წლის მანძილზე ფრეგომ 1 500 000 მილიონამდე აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და სახელმწიფო ბიუჯეტში 3 000 000-მდე ლარი შეიტანა.
(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები