კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვა რჩება მხოლოდ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, სადაც ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები