გოდერძის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა, ძლერი თოვის გამო განსაკუთრებით რთული ვითარებაა მაღალმთან რეგიონებში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და კონტარქტორი ორგანიზაციები 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს აჭარის მაღალმთიანეთშიც, კერძოდ გოდერძის უღელტეხილზე, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე იკეტება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები