თამარ ტალიაშვილმა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრს ფინანსური დახმარება გაუწია

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დამწვარი ახალგაზრდული ცენტრი „დავითიანნი“ მის პრეზიდენტთან, კოტე სვანაძესთან ერთად დაათვალიერა.
დეპუტატმა დამწვარი წიგნადი ფონდის აღდგენის მიზნით ახალგაზრდულ ცენტრს საჩუქრად წიგნები გადასცა და ფინანსური დახმარება პირადად გაუწია.
20 მარტს სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებულ ახალგაზრდულ ცენტრში წიგნის ფონდი დაიწვა, სადაც ამავე ცენტრის პროექტის „მოსიარულე წიგნები“ კუთვნილი ლიტერატურა ინახებოდა. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, წიგნები სხვადასხვა მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებისთვის, სკოლებისთვის, ბავშვთა სახლებისთვის, საზღვარგარეთ არსებული ქართული ბიბლიოთეკებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის ნაწილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები