ბაგა-ბაღებში ფალსიფიცირებული კარაქის მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულებას შეუწყვეტენ

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ფალსიფიცირებული კარაქის მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულებას შეუწყვეტენ.
„22 თებერვალს შემოსული იყო საგამოძიებო სამსახური, მათ შეგვატყობინეს, რომ ჰქონდათ გარკვეული ეჭვი კარაქთან დაკავშირებით, მოახდინეს მთლიანი პროდუქციის ამოღება, დალუქვა“, – ამის შესახებ ააიპ ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელმა გიორგი მაღლაფერიძემ განაცხადა.
,,22 თებერვალს შემოსული იყო საგამოძიებო სამსახური, მათ შეგვატყობინეს, რომ ჰქონდათ გარკვეული ეჭვი კარაქთან დაკავშირებით, მოახდინეს მთლიანი პროდუქციის ამოღება, დალუქვა და ასევე აიღეს ნიმუშები, რომელიც გადაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე. ეს საკმარისი იყო ჩვენთვის, რომ შეგვეწყვიტა კარაქის მიღება-მოხმარება და ჩავანაცვლეთ სხვა სახის რძის პროდუქტითა და ხილფაფით. დღეს ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ გავუწყვიტოთ ხელშეკრულება ამ კომპანიას, ამ პროდუქტის გადაუდებელი შესყიდვა და პარალელურად ტენდერი ხელახლა გამოვაცხადოთ,” – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, კომპანიას საკმაოდ დიდი რაოდენობით სერტიფიკატები და ანალიზის ოქმი ჰქონდა.
,,პროდუქცია არც სუნით, არც გემოთი ეჭვს არ იწვევდა, დოკუმენტაცია რაც იყო ხელშეკრულებით მოთხოვნილი და ეს იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით სერტიფიკატები და ანალიზის ოქმი, ყველაფერი სრულყოფილად ჰქონდა კომპანიას. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა ერთ კომპანიასთან, ტენდერი მოგებული ჰქონდა კომპანია “ჯი-ეს-ენს”, ის არ არის მწარმოებელი, ის ყიდულობდა სხვა კომპანიისგან და გვაწვდიდა ჩვენ,” – განაცხადა ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში რამდენიმე რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები