კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა

კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტმა სვიმონ ჩაჩანიძემ ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა. კონსერვატორიაში სტუდენტებსა და თვითმმართველობის პრეზიდენტს შორის დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ჩაჩანიძემ სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდამჭერი განცხადებები სტუდენტებთან შეუთანხმებლად გააკეთა.
ჩაჩანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მას განცხადებების გაკეთების სრული უფლება ჰქონდა, თუმცა იმისათვის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, მზად არის, ვადამდელი არჩევნები გამოაცხადოს.
“არსებული კანონმდებლობის თანახმად, მქონდა სრული უფლება, რომ მესაუბრა კონსერვატორიის სტუდენტების სახელით. მიუხედავად ამისა, რიგი სტუდენტებისგან გამოითქვა პროტესტი, სავსებით ლეგიტიმური, მათაც აქვთ გამოხატვის თავისუფლება. მე ვიდექი იქ, სადაც საჭიროდ ვთვლიდი და სხვაგვარად არ შემეძლო. მე მივიჩნევ, რომ ჩემი მხრიდან საჭიროა კომპრომისი, რადგან იმ კონსერვატორიაში, სადაც მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, იზრებოდა მრავალი ღირსეული მოქალაქე, იყოს სიმშვიდე, წესრიგი და ჰარმონია სტუდენტებსა და კონსერვატორიის პროფესორ – მასწავლებლებს შორის. სწორედ ამიტომ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ გამოვაცხადო ვადამდელი არჩევნები”,- განაცხადა ჩაჩანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები