ჟორჟოლიანი ღარიბაშვილზე: მას აქვს შესაძლებლობები და ის გამოყენებული უნდა იქნას ქვეყნის სასიკეთოდ

„მედიაში ბოლო დროს დაბეჯითებით საუბრობენ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო მონაწილეობაზე. თუ ეს ასე იქნა, მე ამას მივესალმები“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკაში სერიოზული გამოცდილება მიიღო და მას აქვს შესაძლებლობები, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იყოს გამოყენებული.
„ბატონმა ირაკლიმ ძალიან რთულ ვითარებაში სერიოზული გამოცდილება შეიძინა. მას საკმაოდ მყარი ხედვა და პოზიციები აქვს. ვფიქრობ, სერიოზული შენაძენი იქნება. საერთოდ მისი გამოცდილება ასე არ დარჩება, დღეს თუ არა, ხვალ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოყენებული იქნება. მას აქვს შესაბამისი შესაძლებლობები და გამოყენებული უნდა იქნას ქვეყნის სასიკეთოდ“,- განაცხდა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები