ევა ბარბაქაძეს ოპერაცია, სავარაუდოდ, ხვალ ჩაუტარდება
შორენა ბეგაშვილის შვილის ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას იაშვილის კლინიკის ექიმები ხვალ გააკეთებენ. ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შორენა ბეგაშვილის მეგობარი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევა ბარბაქაძეს ხვალ ხერხემალზე ჩაუტარდება ოპერაცია, შემდეგ კი ხელზე და ფეხზე.
“ყველაზე მთავარია, რომ ბავშვი არის გონზე მოსული. ხვალ უკეთდება ოპერაცია ხერხემალზე. შემდეგ უკვე ხელზე და ფეხზე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”,- წერს მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე გუშინ საღამოს საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.