გიგლა აგულაშვილი ადიგენის მოსახლეობას შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი სამცხე- ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. გიგლა აგულაშვილი მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მოსახლეობასთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები