პრეზიდენტი: ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ მაცხოვრის აღდგომას, გულითადად გილოცავთ

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაული გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს მიულოცა
“ძვირფასო თანამოქალაქენო,ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ მაცხოვრის აღდგომას – ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს, გულითადად გილოცავთ.
დაე შინაგანი განახლების, სიკეთის გამარჯვებისა და უკეთესი მომავლის რწმენის ამ დღესასწაულმა კეთილდღეობა, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოში“, -აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები