სარეალიზაციო ყველში ქვის აღმოჩენის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირება მოახდინა

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სურსათის სარეალიზაციო ობიექტ „ქალაქის გულში” თბილისის სამმართველოს მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლისას გამოვლენილი შეუსაბამობების გამო 2 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, მათ შორის ერთ-ერთს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კერძოდ, ი.მ „ხათუნა კილძის” მაღაზიაში, რომელიც რძის პროდუქტების, კერძოდ – ყველის რეალიზაციას ეწეოდა, სხვადასხვა არაკრიტიკულ შეუსაბამობებთან ერთად დაფიქსირდა სანიტარული პირობის დარღვევა. ყველის სარეალიზაციო დახლის რეცხვა-დეზინფიცირება არ ხდებოდა სათანადოდ, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი აღნიშნული დარღვევის გამოსწორებამდე და დაჯარიმდა 1000 ლარით. ნახევარფაბრიკატებისა და თევზის რეალიზაციით დაკავებული ი.მ „ირმა ქარსელაძე” კი სურსათის მიკვლევადობის არქონის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდა 200 ლარით. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სარეალიზაციო ობიექტების სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში ყველში უცხო საგნის (ქვის) აღმოჩენის გამო დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები