ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, შევძლოთ ჩვენი სულის, გულის, გონების ბიწისა და ცოდვებისგან განწმენდა

ღმერთმა ინებოს, შევძლოთ ჩვენი სულის, გულის, გონების ბიწისა და ცოდვებისგან განწმენდა, რათა ქრისტეს ნათელმა ჩვენს შორის დაიმკვიდროს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
“როცა მოსე წინასწარმეტყველი მთაზე ავიდა, მას ათი მცნება მიეცა. როცა ჩამოვიდა, მისი სახე ღვთაებრივი ნათებით ანათებდა. ეს ნათება იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული იყო სახეზე და თავზე შესამოსელი გადაეფარა. როცა იერუსალიმში აღდგომის წინ ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის, ეს ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის, ეს არის ნაწილი იმ ნათებისა, რომელიც უფალს ახლავს. ღმერთმა ინებოს, შევძლოთ ჩვენი სულის, გულის, გონების ბიწისა და ცოდვებისგან განწმენდა, რათა ქრისტეს ნათელმა ჩვენს შორის დაიმკვიდროს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მცირედი ღვთიური ნათების მატარებელი”, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები