“კერძო ორგანიზაციები დებენ ინვესტიციებს სასწავლებელში, რის შემდეგაც სტუდენტები ამავე კომპანიაში საქმდებიან“

საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორი მათე ტაკიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ თავად კერძო ორგანიზაციები დებენ ინვესტიციებს სასწავლებელში და ტექნიკურ აღჭურვას ახორციელებენ, რის შემდეგაც სტუდენტები ამავე კომპანიაში საქმდებიან.
“სპეციალურად ჩამოიყვანეს უცხოელი სპეციალისტები,რომლებმაც პირველ ეტაპზე გადაამზადეს ჩვენი პედაგოგები. თეორიული ცოდნის გაცემის პარალელურად, არის პრაქტიკურლი გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა, დამონტაჟებულია სპეციალური ტექნიკა, სადაც სტუდენტები უშუალოდ ასრულებენ ყველა იმ დავალებას,რომელსაც კომპანია აძლევს და ავითარებენ იმ უნარებს,რომლებიც სჭირდება კომპანიის სპეციალისტებს“,- აცხადებს მათე ტაკიძე. 12476540_458934914312697_1302263984_n
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამართულ ღონისძიებას – „ტექნოპარკი საქართველო“ საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ პროფესიული სტუდენტებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები