შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

მსახიობის და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა, იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, მოზარდი კლინიკაში მრავლობითი ტრავმებით მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მათივე ინფორმაციით, პაციენტს კიდურების მოტეხილობა, ხერხემლისა და გულ-მკერდის არეში სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.
შემთხვევა დღეს საღამოს თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი ე.ვ. საკუთარი სახლის მეხუთე სართულიდან გადავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები