გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი საკითხები დაინტერესებულ პირებს გააცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიასთან ერთად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ეკოჰაბში, შეხვედრაზე „მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“, გარემოსდაცვითი საკითხები დაინტერესებულ პირებს გააცნო.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების, ნადირობს, ნარჩენების სეპარირების, გარემოსდაცვით სფეროში დანერგილი სიახლეებისა და ბათუმში დაგეგმილი მინისტერიალის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები გარემოსდაცვითი სფეროს შესახებ. ეკოჰაბში მიმდინარე შეხვედრაზე თვალის დევნება და კითხვების დასმა ლაივსტრიმის საშუალებითაც იყო შესაძლებელი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივა, „მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ მინისტრისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირთათვის შეხვედრის ორგანიზებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები