„ნუ მაბოლებ“! – შარდენის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გაიმართება

შაბათს, 26 მარტს, 15 საათზე, შარდენის ქუჩაზე, „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ საპროტესტო აქციას – „ნუ მაბოლებ“ გამართავს.
როგორც “კვირას” “თამბაქოს კონტროლის ალიანსიდან“ აცნობეს, აქციის ძირითადი მოთხოვნაა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოწევის აკრძალვა და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერება. ალიანსთან ერთად აქციაში მონაწილეობას მიიღებენ „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატთა გუნდი „შავფაროსნები“, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები