განმუხური-სარფის მონაკვეთზე დელფინების გამორიყვის 19 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ მიმდინარე წლის მარტში შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები კვლევებს აწარმოებენ, ამჟამად განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 19 ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები