დავით სერგეენკო: მთავრობას აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობას აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც “შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” მთავრობის დადგენილება მიიღეს.
“ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დასრულდა შრომის ბაზრის კვლევა, გამოიკვეთა სუსტი წერტილები, თუ რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილდნენ სამუშაოს მაძიებლები.
ეს ფაქტორები არის ის, რომ ხშირად დამსაქმებლისთვის კვალიფიკაცია არასაკმარისია. გამოიკვეთა მოთხოვნადი პროფესიები და მთავრობას აქვს გეგმა, თუ როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს, რომ გადამზადნენ, შეიძინონ ახალი პროფესიები და გახდნენ მოთხოვნადი ბაზარზე, გარდა ამისა, დავეხმაროთ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები