„თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“ „Erasmus+“-ის პროგრამაში ჩაერთო

 „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა“ და პან-ევროპის უნივერსტეტს (სლოვაკეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
როგორც „თბილისის სასწავლო უნივერისტეტის“ რექტორი, ეკონომიკის დოქტორი სოლომონ პავლიაშვილი განმარტავს, ხელშეკრულება ითვალისწინებს ადმინისტრაციული პერსონალისა და ლექტორების მიერ სხვადასხვა კვლევასა და სასწავლო სემინარებში მონაწილეობას, სტუდენტთა გაცვლას, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და კურიკულუმების შექმნას და, ასევე, ფაკულტეტებსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობას კლევით პროექტებში. „საერთოდ, ჩვენი უნივერსიტეტი მუდმივად ახორციელებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პარტნიორიების მოძიებასა და ურთიერთობების ჩამოყალიბებას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. პან-ევროპის უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხელი მოეწერა „Erasmus+“-ს. ესაა ევროკავშირის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობას განათლებისა და სპორტის სფეროში. ეს პროგრამა „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს“ საშუალებას აძლევს, განახორციელოს სტუდენტთა გაცვლა და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება პროგრამაში ჩართულ უნივერსიტეტებში სამართლის, ბიზნესადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულებით,“ – აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები