ხვალ ჭავჭავაძის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გამართავენ

ხვალ, 26 მარტს, 12:00 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, მათ სურთ, კიდევ ერთხელ შეახსენონ მძღოლებს, რომ ტროტუარი ქვეითისაა და ეს ტერიტორია მათ არ უნდა დაიკავონ.
ორგანიზატორები ასევე მოვუწოდებენ საპატრულო პოლიციას, რომ აღასრულოს კანონმდებლობა და მოახდინოს ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისგან ქვეითების სივრცის გათავისუფლება და საჭიროების შემთხვევაში მათი დაჯარიმებაც.
აქციაში მონაწილეობენ: ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია”, “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება”, “საქართველოს სპორტის საავტომობილო ფედერაცია”,”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, იარე ფეხით”, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია”, “თბილისის ტრამვაი”, კომპანია “კია მოტორს ჯორჯია”, ჟურნალი “ავტობილდი” და მოხალისეები აქციას გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ფოტოგრაფი და ქვეითების უფლებების დამცველი გოგა ჩანადირი. აქციის მონაწილეები ტროტუარზე დაყენებულ ავტომობილის მძღოლებს სტიკერებს დაუტოვენებ წარწერებით: “აქ არ გააჩერო! ტროტუარი ქვეითისაა!!” ქვეითების უსაფრთხოების პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით. სტატისტიკა: 2015 წელს თბილისში დაიღუპა 90 და დაშავდა 3,834 ადამიანი, მათ შორის დაიღუპა 43 და დაშავდა1,305 ქვეითი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები