გიგლა აგულაშვილმა სოფელ უდაბნოში ქარსაფარი ზოლის აღდგენით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საგარეჯოში იმყოფებოდა, სადაც სოფელ უდაბნოში ქარსაფარი ზოლის აღდგენით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაში „გაამწვანე უდაბნო“ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ერთკილომეტრიან მონაკვეთზე ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი ისეთი სახეობები დაირგო, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისთვისაა დამახასიათებელი და ეკოკლიმატურ პირობებთან ადვილად ადაპტირებადია. აქციის ფარგლებში, 4000-მდე ფშატის, თეთრი აკაციისა და ჰიბრიდული თუთის სახეობის ნერგები დაირგო. აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება და შემოდგომაზე 2000 ნერგი დაირგვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები