“დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს”

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში შესაძლოა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეფერხდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში შესაძლოა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეფერხდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. თითოეული ბაღის თანამშრომელი მოწოდებულია, პატარებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას“, – აცხადებენ ბაღების სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები