ვეტერანებს საკუთარი სპეციალიზებული კლინიკა ექნებათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა დღეს ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციებს ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის შედეგები გააცნო და პრეზენტაცია წარუდგინა. ირაკლი შიხიაშვილის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას ესპანელები გეგმავენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ცენტრი რეგიონული მასშტაბის იქნება და მის შექმნაში 25 მილიონი ევრო დაიხარჯება. 3-4 წლის განმავლობაში ესპანელები ცენტრის მშენებლობას დაასრულებენ. ამის შემდეგ ქართულმა მხარემ 25 წლის განმავლობაში ეპანელების მიერ ჩადებული ინვესტიცია უნდა გამოისყიდოს. სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი ამიერკავკასიაში ერთადერთი იქნება. ესპანური მხარე სამედიცინო პერონალს გადაამზადებს და ცენტრი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება. ვეტერანებს ექნებათ საკუთარი სპეციალიზებული კლინიკა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრაზე საზოგადოებრივი სათათბირო დარბაზის შექმნის იდეას ჩაეყარა საფუძველი, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაერთიანდებიან და სამსახურთან ერთად ვეტერანების საკითხებზე იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები