გიორგი კვირიკაშვილმა ბელგიის მთავრობას და ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ბელგიის მთავრობას და ბელგიელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ევროკავშირის წარმომადგნელობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს თანაგრძნობა გამოუცხადა.
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს, ბელგიელ ხალხსა და ბელგიის მთავრობას. ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ აქტს და ამ ურთულეს წუთებში ბელგიელი ხალხისა და ევროპის გვერდით ვდგავართ“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები