გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ელჩს, პრიიტ ტურკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ელჩს, პრიიტ ტურკის შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგადასახადო რეფორმის პროცესში ესტონელი ექსპერტების დახმარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხზე. მხარეებმა გამოთქვეს სამძიმარი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები