პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ამსახველი მასალების მოპოვება-გავრცელებაზე სასჯელი გამკაცრდება და შესაბამისი ქმედება მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადავა.
ცვლილება “სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის ულფებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლიდან პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის გამიჯვნა ხდება, კერძოდ, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც ითვალისწინებს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაზე მკაცრი სასჯელების განსაზღვრას. პროექტის თანახმად, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელისწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7 წლამდე.
პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.
აღნიშნული ქმედება ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას – თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე.
პროექტის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ამ საიდუმლოს დაცვა ევალდებოდა ან რომელმაც აღნიშნული ქმდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები