სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარული სესია გაიმართა

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარული სესია გაიმართა. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი ის დოკუმენტი იყო, რომლის მიხედვითაც საქართველო 2017 წელს “ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიის” მე-4 მუხლის მე-6 პუნქტსა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს, უნდა შეუერთდეს, რაც გულისხმობს ხელისუფლების ვალდებულებას წინასწარ გამართოს კონსულტაციები ადგილობრივ თვითმმართველობასთან ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ ეხებათ. (მათ შორის მათთვის გათვალისწინებულ ფინანსურ სახსრებთან დაკავშირებითაც. პლენარულ სესიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია მონაწილობდნენ. თენგიზ შერგელაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ფისკალური დეცენტრელიზაციის კუთხით ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა. საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება პოსტ-მონიტორინგის პროცესსა და რეგიონების დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმის შედეგად მიღწეულ პროგრესს. კონგრესზე დედაქალაქის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, ასევე, კონგრესის რეკომენდაციების მნიშვნელობასა და მათ დროულ შესრულებაზე ისაუბრა. ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ფრეკონმა განაცხადა, რომ კონგრესი იმუშავებს საქართველოსთან ერთად და დაეხმარება მას რეკომენდაციების შესრულებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები