დიმიტრი ქუმსიშვილი: ონლაინსესხებთან დაკავშირებით რეგულაციები უნდა დაწესდეს

„ონლაინსესხებთან დაკავშირებით რეგულაციები უნდა დაწესდეს, რაც ეროვნული ბანკის პრეროგატივაა“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ეკონომიკის მინისტრს მიაჩნია, რომ რეგულაციები უახლოეს დღეებში ამოქმედდება.
“მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით რეგულაციები უნდა არსებობდეს. ჩემი მონაცემებით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ალბათ, უახლოეს მომავალში ჩვენ ვნახავთ ამ რეგულაციებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სესხებზე, ეს ერთმნიშვნელოვნად ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს ეს და, ჩემი მონაცემებით, მათი ხედვა ემთხვევა ჩემსას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები