მიხეილ ჯანელიძე: დონორების მხარდაჭერა ხელს უწყობს ჩვენს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში „საერთაშორისო თანამშრომლობა განვითარებისთვის“ მიიღო მონაწილეობა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მიხეილ ჯანელიაძემ გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნებისა და 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულებები და, შესაბამისად, მიზანმიმართულად უნდა შევასრულოთ 2030 წლის დღის წესრიგის ამოცანები, უზრუნველვყოთ მათი მაქსიმალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა და მოსახლეობის ჩართულობა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო განუხრელად მუშაობს, რათა მოახდინოს საქართველოს მთავრობის მიერ პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული პროექტების, რეფორმებისა და ინსტიტუტების გაძლიერების პოზიტიური გამოცდილების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის უზრუნველყოფა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეგობარ ქვეყნებთან.
მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას, მოსახლეობის ფონდსა და ბავშვთა ფონდს, მათ მიერ საქართველოში, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდული ჰუმანიტარული საქმიანობის გათვალისწინებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისს, მისი ძალისხმევისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები