გოგირდის აბანოები პროტესტის ნიშნად დაიხურა

გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა აბანოთუბანში საპროტესტო აქცია გამართეს.
შპს „ნარიყალას“ დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი და მისი თანამშრომლები კომპანია GWP-ის მიერ გადასახადის გაძვირებას აპროტესტებენ. მისივე თქმით, აბანოებში სულ 150 ადამიანია დასაქმებული და მათი დახურვის შემთხვევაში, ისინი უმუშევრად დარჩებიან.
ნოდარ ტოტოღაშვილმა ჟურნალისტებს დახურული აბანოები აჩვენა, სადაც გოგირდის წყალი ბუნებრივად მოედინება და მისი დაკეტვა შეუძლებელია. მან განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აბანოები არ ფუნქციონირებს, GWP მას დღესაც დააკისრებს გადასახადს 350 ლარის ოდენობით.
დღესვე, აბანოების თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს, გორგასლის ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით იყო გადაკეტილი. პატრულის თანამშრომლებმა მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ გზა გაეთავისუფლებინათ, რასაც ისინი დაემორჩილნენ. მოგვიანებით, საპროტესტო აქცია ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერთან გაგრძელდა.
შპს ნარიყალას ხელმძღვანელმა ნოდარ ტოტოღაშვილმა განაცხადა, რომ ის დღემდე იხცდის მიმდინარე გადასახადს, რომელიც თვეში, 2 500 ლარია, გაზრდილი ტარიფით კი, გადასახადის სახით, მას მოუწევს 10 ათასი ლარის გადახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები