მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ბაზაში რამდენიმე წუთში აისახება

აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ბილინგის პროგრამის ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა.
როგორც “კვირას“ “ენერგო-პრო ჯორჯიადან” აცნობეს, განხორციელდა კომპანიის მომსახურების ცენტრებში არსებული 50 ბილინგის ბაზის ერთ ბაზად ჩამოყალიბება და ცენტრალიზაცია.
მათივე ინფორმაციით, განხორცილებული ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა უფრო ოპერატიულად მოხდეს ონლაინრეჟიმში ინფორმაციის მიღება და დამუშავება. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი ელექტროენერგიის საფასურის გადახდას აწარმოებს სწრაფი გადახდის აპარატების, ვებგვერდების, ან ინტერნეტბანკის საშუალებით, ინფორმაცია მაქსიმუმ 15 წუთში აისახება მონაცემთა ბაზაში.
დავალიანების გამო გათიშული აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა კი განხორციელდება სემეკის 2012 წლის, 5 ივლისის, #6 დადგენილების შსაბამისად.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” შესაბამისი თანამშრომელი აბონენტების ბალანსის შესახებ ინფორმაციას Pad-ებზე, ონლაინრეჟიმში მიიღებს, რაც, თავის მხრივ, დააჩქარებს დავალიანების გამო გათიშული აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას. სს “ენერგო-პრო ჯორჯია” მომავალშიც განაგრძობს აბონენტების მომსახურების გაუმჯობესების კუთხით ახალი პროექტების დანერგვას და არსებულის დახვეწას“,-აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები