გიორგი კვირიკაშვილი: სტუდენტს სწავლის პროცესშივე უნდა ჰქონდეს მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა წარადგინა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, დღეიდან იწყება მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების, განათლების რეფორმის პირველი ეტაპი.
გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ განათლების რეფორმის პირველი ეტაპი შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას გულისხმობს.
„დღეს ვიწყებთ მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების, განათლების რეფორმის პირველ ეტაპს. განათლების რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნას. ეს არის რეფორმა, რომელიც არა მხოლოდ განათლების სისტემის გაუმჯობესებას, არამედ ქვეყნის განვითარებას მისცემს მნიშვნელოვან ბიძგს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის საშუალება.
„ეს მოდელი დამყარებული იქნება ერთდროულად საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობაზე. ახალი პარტნიორობის პირობებში სწავლებას და მუშაობაზე ერთდროულად დაფუძნებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის საშუალება. უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს, გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება. მას ექნება ამის საშუალება და არა მხოლოდ საშუალება – სახელმწიფო შეუქმნის თითოეული მიმართულებით შესაბამის პირობებს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები