თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება გლდანის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, დიდუბის, ვაკის და ნაძალადევის რაიონებს.
 
ელექტრომომარაგების შეზღუდვა მოხდება – გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V, VI მიკრორაიონების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, რადიოქარხნის ტერიტორიის, სოფელ გლდანის, მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, ქერჩის, შეშელიძის, ნოზაძის და წყაროთუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, ასათიანის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ავლაბრის მოედნის, ქეთევან წამებულის გამზირის, ჩოლოყაშვილის, უჯარმის, ნავთლუღის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხივინის, ალადაშვილის, ერისთავის, დმანისის, გულუას, ლაისტის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და ჰოსპიტლის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონი – 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, გახოკიძის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ერისთავის, ყიფშიძის, კოსტავას, ნიკოლაძის, ქიაჩელის, ახვლედიანის, მელიქიშვილის, გალის, პეტრიაშვილის, ბარნოვის, თერგის, კეკელიძის, უმიკაშვილის, არსენას, ვეძინის, ქიქოძის, თხინვალის, რიწის, ცხემის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის და ღრმაღელეს ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები