როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

საქართველოში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 21, ხოლო აღმოსავლეთში 18 გრადუსამდე გათბება.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 24 მარტსაც. მისი ინფორმაციით, 25 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და მხოლოდ 15 გრადუსამდე გათბება. მაღალ მთაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები