მარტვილში 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციისთვის 1,224,710 ლარი დაიხარჯა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1,224,710.90 ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა.
აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია, რის გამოც, გზის საფარი ამორტიზებული იყო და მოსახლეობას მასზე გადაადგილება უჭირდა.
რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა. მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მარტვილში ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დაკავშირებას გაამარტივებს და მგზავრობას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. დაიგო 3,5 კმ. ასფალტო- ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, ობიექტზე, გზის გარდა, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები