გიორგი მარგველაშვილმა ორსული გოგონა ავტოავარიის შედეგად, გადაბრუნებული მანქანიდან გამოიყვანა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორსული გოგონა ავტოავარიის შედეგად, გადაბრუნებული მანქანიდან გამოიყვანა. შემთხვევა დღეს, თბილისში, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტეროტორიაზე მოხდა.
„დღეს საშინელ ავტოავარიას შევესწარი: გადაბრუნებულ მანქანაში ორსული გოგოს გამოყვანაში პრეზიდენტი ეხმარებოდა და ზრუნავდა, რომლის ესკორტი შემთხვევით გახდა მომსწრე… ცდილობდა ცეცხლმაქრი საკუთარი მანქანიდანაც გამოეყენებინათ… გვერდი არ აუვლია თუნდაც უსაფრთხოების მიზნით, რადგან შეჯახება გაზგასამართ სადგურთან მოხდა სატუმბ ჯიხურთან შეჯახებით… მე მომწონს ეს ადამიანი, როგორც ადამიანი და შემდეგ პრეზიდენტი. ორსული გოგოს. (მძღოლის) ამბები არ ვიცი, რადგან სასწრაფომდე წაუყვანიათ, გვერდზე მჯდომი კი საშინლად იყო დალეწილი და იმედია სტაბილურად მაინც არიან…. და კიდევ, ყველა BMWს მძღოლი ერთი რატომ არის???„ – წერს ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი გიგა კიტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები