„რიყე-ნარიყალის“ საბაგირო გზის მუშაობა დროებით შეიზღუდება

“რიყე-ნარიყალის” საბაგირო გზის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით სავალდებულოა გარკვეული ტექნოლოგიური პროცესებისა და გეგმურ -გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარება, რაც დადგენილია საბაგირო გზის მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ მიერ.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით და 11 აპრილს „რიყე-ნარიყალის“ საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები