რიმა ბერაძემ და ილია ჯიშკარიანმა მიუსაფარ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ჩუღურეთის რაიონში საპატრიარქოსთან არსებული ლომისის წმინდა გიორგის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვივნენ და პროდუქტი, საკანცელარიო ნივთები და პირადი მოხმარების საგნები გადასცეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებთან ერთად თავშესაფარს საქველმოქმედო ორგანიზაციის „კეთილი სამარიელი“ წარმომადგენლებიც ეწვივნენ და ილია ჯიშკარიანის შუამდგომლობით ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
ცნობისთვის, ორგანიზაციას, რომელიც დედა ბარბარემ და მამა იოანემ საკუთარი სახსრებით რამდენიმე წლის წინ დააარსეს, 2-დან 10 წლამდე ასაკის 18 აღსაზრდელი ჰყავს და მას თავშესაფრის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები