გიგლა აგულაშვილმა კონკურსის – „ფოტოსინთეზი 2016“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სასკოლო კონკურსის „ფოტოსინთეზი 2016“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკო კეცხოველის სახელობის I, II და III ხარისხის პრემიების მფლობელები ჟიურიმ 53 ფინალისტიდან შეარჩია. კონკურსის თემა იყო – „საქართველოს ფაუნა – ფოტოგრაფია vs. ნადირობა“, რაც მიმართულია ბრაკონიერების წინააღმდეგ, რომელიც დიდი საფრთხეა როგორც ველური ბუნებისათვის, ასევე ქვეყნის განვითარებისა და მომავალი თაობების ჯანსაღი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის.
პრემია 2014 წელს CENN-ის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ინიციატივით დაფუძნდა და „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებაში მონაწილეობა პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები