პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა.
„თითოეულ ჟურნალისტს, გულითადად გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს. მაღალი პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის თავისუფლების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა. თავისუფალი მედია ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა იმისა, რომ მოქალაქეებიც ვიყოთ თავისუფალნი. თავისუფალი მედია ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერების უმთავრესი წინაპირობაა. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენს საპატიო საქმიანობაში“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები