გიორგი ალიბეგაშვილი და რიმა ბერაძე საოპერო ხელოვნების ვარსკვლავებისთვის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე საოპერო ხელოვნების ვარსკვლავებისთვის გამართულ საზეიმო შეხვედრას დაესწრნენ.
საღამო ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში მოეწყო და მისი მთავარი სტუმრები ცნობილი: სოპრანო მედეა აბრამიშვილი და ნიუ-იორკიდან ჩამოსული მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე იყვნენ.
ღონისძიებაში სხვადასხვა თაობის საოპერო მომღერლები ალეკო ხომერიკი, ლადო ათანელი, თემურ გუგუშვილი, ნინო სურგულაძე, მედეა ამირანაშვილი და სხვა ქართველი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
იმპროვიზებულ ღონისძიებაზე ხელოვანების დიდოსტატებმა სხვადასხვა ცნობილი არიები შეასრულეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საღამოზე მიწვეულმა სტუმრებმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, მათ ღვაწლზე ისაუბრეს და ქართველ ვარსკვლავებს მომავალში წარმატეტები უსურვეს.
შეხვედრაზე ნაჩვენები იყო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავების შემოქმედების ამსახველი ფილმი.
ღონისძიება მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო და მას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წევრები, ქართული ხელოვნებისა და კულტურის, აგრეთვე ქართულ – ებრაული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები