ჯაბა სამუშიამ თემქაზე სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისა და რაიონის გამგეობის ინიციატივით, თემქაზე, III მიკრორაიონის, V კვარტლის, მე-14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, სტადიონზე ხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროცესში გამაგრდა სტადიონის კონსტრუქცია, შეიცვალა შიდა დიზაინი, იგება ხელოვნური საფარი და ასევე წესრიგდება სავარჯოშო ინვენტარი.
სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, თემქაზე სულ მოკლე დროში რამდენიმე ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა, რაც მომავალ თაობაზე ზრუნვითა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობით არის განპირობებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები