კობი-ჯვრის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

0
კობი-ჯვრის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. როგორც “კვირას” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზაზე მოძრაობის აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ.
“გარემოს დაცვის სააგენტომ გზების დეპარტამენტს ნება დართო, გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩაეტარებინა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გზა რამდენიმე საათში გაიწმინდება და მოძრაობაც აღდგება”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო კობი-ჯვრის უღელტეხილზე სპეციალური რეჟიმი მეორე დღეა მოქმედებს. შეზღუდულია ასევე რუსეთიდან მომავალი ავტომობილების გადაადგილება. მგზავრები გზის გახსნას ამ დრომდე ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი