თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, ნუცუბიძის, ჯებაშვილის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, ჟღენტის და მარიჯანის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის 9 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის 9 კილომეტრის, ონიანის, რონდელის, ჭოხონელიძის, ახმეტელის, ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის, ჭიაურელის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, კახიანის III შესახვევის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, წერონისის, ხუდადოვის, ზაქარაიას, ურიდიას და კაჭრეთის ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბარნოვის, ზანდუკელის, გოგებაშვილის, ბელინსკის, კერესელიძის, ხოშტარიას და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ალადაშვილის შესახვევის, ჭრელაშვილის, ჰოსპიტლის, წერნაკის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაბაძის, ხიზანბარელის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, კორინთას, გობრონიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები