რელიგიის სააგენტო კათოლიკურ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ბზობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ბზობას ულოცავს.
“დღეს, 20 მარტს, კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ კათოლიკურ და ევანგელურ ეკლესიებსა და მათ მრევლს ამ დიდ დღესასწაულს, სიხაარულსა და მშვიდობას გისურვებთ”, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები