როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, მაღალ მთაში ითოვებს, ასევე თოვაა მოსალოდნელი ზოგიერთ მთიან რაიონში. ბარში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერი მხოლოდ 7 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთში კი 9 გრადუსამდე.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 22 მარტიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. ზოგგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები