ირაკლი შიხიაშვილის ორგანიზებით, ესპანური კომპანიები ვეტერანებისთვის სამკურნალო ცენტრის შექმნის სამუშაოებში ჩაერთნენ

ქალაქ მადრიდში კომპანია „სერკობეს“ ორგანიზებით ქართულ დელეგაციასა და ჰოლდინგ G.O.C-ს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. G.O.C შეადგენს სხვადასხვა კომპანიის ერთობლიობას, რომლებიც ჰოსპიტალების მშენებლობის, მათი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების მიმართულებით მუშაობს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თითოეული მათგანი უდიდესი გამოცდილების, წარმატებული კომპანიაა არა მარტო ესპანეთში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
შეხვედრას ათიოდე სხვადასხვა კომპანია ესწრებოდა, რომელიც სამედიცინო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, კომპანია sanjose ერთ-ერთი წამყვანია სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობის, დაპროექტებისა და შენობის დიზაინის მიმართულებით, კომპანია asisa უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა და ესპანეთის მასშტაბით 13 საკუთარი სამედიცინო ცენტრი აქვს. კომპანია ასევე ახორციელებს ჰოსპიტალების ოპერირებას და ქვეყნის ბაზრის 14%-ს ფლობს. მისი წლიური ბრუნვა 270 მილიონ ევროს შეადგენს. კომპანია gissa ჰოსპიტალების სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას და მენეჯმენტის ოპერირებას ახორციელებს.
შეხვედრაზე სამსახურის დირექტორმა საქართველოში ვეტერანებისთვის სამკურნალო – სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, აღნიშნულმა კომპანიებმა ქართულ დელეგაციას პრეზენტაციები თავიანთი საქმიანობის შესახებ წარუდგინეს. სამომავლოდ პროექტის წარმატებით განხორციელებაში მხარდაჭერა და დახმარება გამოთქვეს. შეხვედრის შემდეგ ესპანურმა მხარემ ქართულ დელეგაციას მათ მიერ შექმნილი ორი ჰოსპიტალი დაათვალიერებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები